იუმორი

შავულვაშა ქართველი

№38

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 01.10

გელა ჩარკვიანი
დაკოპირებულია

გელა ჩარკვიანი იგონებდა: 

„მოსკოვის 56-ე სკოლის სააქტო დარბაზის სცენაზე როიალთან ვიჯექი და ჯაზს ვუკრავდი. გვერდით თანაკლასელი ჟენია ჩერნიშოვი მეჯდა და პიონერულ დოლზე რიტმში რაღაცას აბრახუნებდა. ჩემ გარდა სკოლაში ფორტეპიანოზე არავინ უკრავდა და, ბუნებრივია, დარბაზი გასუსული მისმენდა. განსაკუთრებით ეფექტური პასაჟების შესრულებისას ამაყად გადმოვხედავდი ხოლმე პირველ რიგში მჯდომ ლამაზ გოგონებს – ტანია ივანოვას, ოლია რუმიანცევას და რონა მურავიოვას. ერთხელაც, დარბაზისკენ რომ შემოვტრიალდი, ბოლო რიგში შევნიშნე უფერული რუსი ბავშვებისგან განსხვავებული, შავულვაშიანი სახე, რომელიც მომეჩვენა, რომ მიღიმოდა. დაკვრა გავაგრძელე, თუმცა სულ იმ მოღიმარ ულვაშიან ადამიანზე ვფიქრობდი. ვინ შეიძლებოდა, ყოფილიყო? ისევ რომელიმე ქართველი ნათესავი ხომ არ გვესტუმრა-მეთქი. თუმცა, სკოლაში რატომ მოვიდოდა. შინ დამელოდებოდა. ტაშმა იქუხა, სცენიდან სწრაფად ჩამოვირბინე და ბოლო რიგისკენ გავემართე. რომ მივუახლოვდი, ვიცანი და გავოცდი. ულვაშა მერაბ კოსტავა აღმოჩნდა. მე შენ ციხეში მგონიხარ-მეთქი, ვუთხარი და გადავეხვიე. გაზეთ „კომუნისტში“ დაბეჭდილი წერილი „სარეველა“, რა თქმა უნდა, წაკითხული მქონდა და მართლა არ ველოდი მასთან შეხვედრას. გამოგვიშვესო, მითხრა. ჩემთან სახლში ავედით. იქამდე მოსულა და დედაჩემს გამოუშვია სკოლაში. ვისადილეთ. ჩაის რომ ვსვამდით, მითხრა: „დარბაზში როცა შემოვედი, შენ რე მაჟორში უკრავდი და ფინალში ფა მაჟორში გადახვედიო. „შენ რა, აბსოლუტური სმენა გაქვს?“ – თუ გინდა გამსინჯეო, მითხრა. მივედით ჩემს „კრასნი ოკტიაბრთან“. აბა, თავი მიატრიალე-მეთქი და ავიღე დო. სიო, მეუბნება. არა, დო. შეწუხდა. ავიღე სოლ, ამბობს – ფა დიეზიო. და აქ გამახსენდა, რომ ჩემი უბედური პიანინო დეკის სისუსტის გამო ნახევარი ტონით დაბლაა აწყობილი. ვუთხარი. ბოდიში მოვუხადე და ხელი ჩამოვართვი. მერე âå÷åðèíêჭ-ზე წავიყვანე, რუსი გოგოები გავაცანი. ერთმა გოგომ გვთხოვა, სახლში მიმაცილეთო. ეîðîჯîìèëîâñêჭÿ çჭñòჭâჭ-სთან მოხულიგნო ტიპები იდგნენ. ერთი მოგვიახლოვდა და ჩვენს გოგოს დაეჭყანა. მერაბი აღშფოთდა. ძლივს შევაკავე. გეყოფა რაინდობა-მეთქი. აქ ცუდი ცემა იციან. ადრე ნანახი მქონდა, როგორ გალახა ზუსტად ამ ადგილას ექვსმა ბიჭმა ინტელიგენტური გარეგნობის პორტფელიანი სომეხი კაცი. დამიჯერა და გადავრჩით“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა