იუმორი
სათვალეები უსაფრთხოებისთვის
№4
ავტორი: „თბილისელები“ 15:00 05.02
2007 წელს მამალი გორილა ბოკიტო როტერდამის ზოოპარკიდან, დაიღალა იმით, რომ ბავშვები მას ქვებს ესროდნენ, გადაახტა წყლით სავსე თხრილს, რომელიც ცხოველს მაყურებლისგან განაშორებდა, დაკბინა ქალი და რამდენიმე ძვალიც ჩაუმტვრია.
დაადგინეს, რომ ეს ქალი რეგულარულად მიდიოდა ბოკიტოს ვოლიერთან და მხედველობით კონტაქტს ამყარებდა მასთან, ხოლო გორილები ასეთ ქმედებას აგრესიად აღიქვამენ. ინციდენტის შემდეგ სადაზღვევო კომპანიამ ზოოპარკს აჩუქა 2 000 მუყაოს სათვალე, მასზე დახატული იყო თვალები, რომლებიც გვერდით იხედებოდა. ზოოპარკში მისული დამთვარიელებლები ხშირად იყენებდნენ ამ სათვალეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





