იუმორი

სამარგალოა

№38

ავტორი: „თბილისელები“ 20:02 03.10

იუმორი, სხვადასხვა
დაკოპირებულია

ხელოვნების სფეროში ერთი პერიოდი მეგრელები ძალიან გააქტიურდნენ. რა თქმა უნდა, მათი ნიჭიერების ხარისხი სხვადასხვა იყო. ეს გალაკტიონს არ გამოჰპარვია, მას არც პირადი ანგარიშები დავიწყებია და ყველას ერთ სახუმარო ლექსში მოუყარა თავი.

ბუზმა იგრძნო

თაფლის ჰავა

და ვერავინ

დააკავა:

მირცხულავა,

ბერულავა,

აბშილავა,

კეშელავა.

იქ – ჩაჩავა,

აქ – წვერავა,

იქ – ხორავა,

აქ – ფაღავა.

ხალხი ამბობს:

ვა, ვა! ვა, ვა!

დაგვაქცია

გაგვატყავა –

თაფლს ჩააკვდი,

ლაპარტყავა!

გალაკტიონი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა