იუმორი

საიდუმლოდ დარჩენილი სიკეთე

№49

ავტორი: „თბილისელები“ 11:00 14.12

იუმორი
დაკოპირებულია

ერთ პატარა სოფელში სახელგანთქმული მხატვარი ცხოვრობდა. ძალიან მოხუცი იყო, თუმცა არაჩვეულებრივად ხატავდა და საკმაოდ სოლიდურ ფასში ყიდდა ტილოებს.

მოხუცი მარტოხელა გახლდათ.

ერთ დღეს მას მეზობელი ესტუმრა.

დაათვალიერა სახელოსნო, ნახატები.

- მაგარი ხარ მეგობარო.

აი, მესმის...

როგორც გავიგე, ძვირადაც ყიდი შენს ნაშრომს, თუმცა ის ვერ გამიგია, ამდენი ფული რად გინდა.

შენ ხომ კაცი მყვარებელი არავინა გყავს ქვეყნად, რატომ არ ეხმარები სოფლის ღარიბ ოჯახებს. განა არ იცი, რომ ზოგს პურის ფულიც არა აქვს?

აი, მაგალითად ჩვენი ყასაბი, მიუხედავად იმისა რომ სულაც არაა მდიდარი, მაინც ეხმარება ხალხს. ხორცსა და სხვა საკვებს უფასოდ აძლევს.

იგივეს აკეთებს მეპურეც და ის წვრილშვილის პატრონია, არც მას აქვს ბევრი ფული.

ჩვენი სოფლის აფთიაქარი კი ნამდვილი წმიდანია.

ბევრს უფასოდ აძლვს წამლებს.

მოხუცმა არაფერი უპასუხა, უბრალოდ გაეღიმა.

გაბრაზდა კაცი და არც გამომშვიდობებია, ისე დატოვა იქაურობა. მერე კი სოფელში ლანძღვა-გინება დაუწყო მოხუც მხატვარს — წუწურაქი, ძუნწი, ბეხრეკი ბერიკაცია. განა რა ჰგონია საფლავში წაიღებს მილიონებს?

სოფელმა შეიძულა მხატვარი.

ამ ამბის შემდეგ გავიდა ცოტაოდენი ხანი და მოხუცებული კაცი დასნეულდა და მალე გარდაიცვალა.

არავის შეუწუხებია თავი მისი გულისთვის.

გავიდა დრო.

ადამიანებმა შეამჩნიეს, რომ ყასაბი ხორცს აღარ იძლეოდა უფასოდ. მეპურემაც შეწყვიტა პურის დარიგება. სოფლის აფთიაქარმაც იგივე მოიმოქმედა. შეწყდა უფასო წამლები.

- რა ხდება კეთილო ადამიანებო, რატომ გაგვიწყერით, განა რამე დავაშავეთ?

კითხულობდნენ გაოცებულები.

სოფლის უდიდესი ქველმოქმედნი, ახლა კი იძულებული გახდნენ გაემხილათ სიმართლე.

- ჩვენ მხატვარი გვაფინანსებდა. ის მოკვდა და ფულიც შეწყდა. მან ჩვენ დაგვაფიცა, არასოდეს არავისთვის გვეთქვა სიმართლე. ახლა კი აზრი არა აქვს დამალვას.

სიკეთე მხოლოდ მაშინაა ღირებული და ლამაზიც, როცა საიდუმლოდ რჩება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა