იუმორი

სად ჭაჭა და სად არაყი

№49

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 17.12

გია ფერაძე
დაკოპირებულია

გია ფერაძე იგონებდა:

„მოსკოვში, მეტყველების ასამაღლებელ კურსებზე გამგზავნეს. ლექციას ცნობილი საბჭოთა დიქტორი, იური ლევიტანი მიკითხავდა. ის უზარმაზარ აკუსტიკურ ოთახში, ფართო აუდიტორიის წინაშე ატარებდა ლექციებს და გვასწავლიდა თავის ხელოვნებას. დროდადრო კი ლიტრიანი ბოთლიდან სვამდა ყლუპებს, რომელსაც უზარმაზარი ეტიკეტი ჰქონდა მიკრული და ეწერა: ,,âîჰჭ’’ (წყალი).

ჩემთან ერთად ცნობილი მსახიობი ოლეგ იანკოვსკიც გადიოდა ამ კურსს და ერთ დღეს გადავწყვიტეთ, ლევიტანი გაგვეშაყირებინა. ზუსტად ისეთივე ბოთლი ვიშოვე, დავაწერე „âîჰჭ“ და შიგნით ერთი ლიტრი ჭაჭა ჩავასხი, რომელიც თბილისიდან ბოცით მქონდა წაღებული. ლევიტანი აუდიტორიაში რომ შემოვიდა, ოლეგმა ის განზე გაიხმო და ყურადღება გაუფანტა, მე კი მისი ბოთლი მოვიპარე და ჩვენს მერხში დავმალე. ჭაჭით სავსე ბოთლი კი იქვე დავუდგი და ლექციაც დაიწყო.

მე და იანკოვსკი გვერდიგვერდ ვისხედით და მოუთმენლად ველოდით იმ მომენტს, როცა ლევიტანი ბოთლს მოიყუდებდა და შეცბუნებული გადმოასხამდა პირიდან ჭაჭას. მაგრამ, თქვენც არ მომიკვდეთ. ორმოცდახუთწუთიანი ლექციის დროს ლევიტანმა ისე დაიყვანა ნახევრამდე ლიტრიანი ბოთლი, რომ ერთიც არ დაჯღანულა. ლექცია რომ დასრულდა, ცნობილმა დიქტორმა აუდიტორიაში დარჩენა მთხოვა და პირისპირ მითხრა:

– ვიცი, რომ ჩემი ბოთლი შენ შეცვალე და აბა, ერთი ჩემი ბოთლიდან შესვიო.

მერხიდან დამალული ბოთლი გამოვიღე და მოვიყუდე – წყლის მაგივრად, არაყი ყოფილა. ლევიტანს გაეცინა და მითხრა:

– სად ჭაჭა და სად არაყი. გეგონა, რომ ჭაჭას გადმოვასხამდი და იხალისებდით, ხომ?! ვერ მოგართვით. ჭაჭა შენზეა, – ოღონდ, არავისთან გამამხილოო.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ოცლიტრიანი ჭაჭით სავსე ბოცა ლევიტანს ვუფეშქაშე“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი