იუმორი

საჩუქარი დედისთვის

№19

ავტორი: ნიკა ლაშაური 23:00 17.05, 2022 წელი

თემურ ჭკუასელი
დაკოპირებულია

თემურ ჭკუასელი იხსენებს: „ცხონებული დედაჩემი ქეთევან წამებულის სეხნია იყო. შაჰ-აბასისა არ იყოს, ახალგაზრდობაში დედა გაწამებული მყავდა. წლები რომ მომემატა, მივხვდი, დედას ვერავინ შემიცვლიდა და ზრუნვას არ ვაკლებდი. ერთხელ დედას ფეხი გადაუბრუნდა, კოჭში გაუსივდა და სიარული ძალიან უჭირდა. მთხოვა, იქნებ ხელჯოხი მომიტანო, რომ სიარული შევძლოო. რაზეა საუბარი-მეთქი... თუმცა, ჰოი, საოცრებავ, არათუ თბილისში, სხვაგანაც ვერ ვიშოვე. მოკლედ, დეფიციტი აღმოჩნდა. მეორე დღეს პარიზში მივფრინავდი და შევპირდი – ჩამოგიტან-მეთქი. მოკლედ, პარიზში აფთიაქში შევედი, ხელჯოხი შევარჩიე, უნდა ვიყიდო და გოგი დოლიძე წამომადგა უკნიდან. მეუბნება: ამ სიმწრით ნაშოვნ ფულს რომ ამაში ხარჯავ, თბილისში რომ ჩავალთ, სახლში მაქვს და მოგცემო. ღამით ჩამოვფრინდით, დილით კი გოგი მირეკავს და მიბოდიშებს: ხელჯოხი ჩემებს მეზობლისთვის უჩუქებიათ და უკან ხომ არ გამოვართმევო...

დედაჩემს რა ვუთხარი, აღარ მახსოვს, მაგრამ რამდენიმე დღეში ჰოლანდიაში გავემგზავრეთ. ქეთევანს იქიდან ჩამოვუტანე ხელჯოხი და წითელლენტშებმული მივართვი.

რამდენიმე დღის მერე დიდუბეში, კახოვკის ქუჩაზე მოვხვდი და ჩემი სტუდენტობის პერიოდის მეგობარს შევხვდი – ფიზიკის ფაკულტეტზე რომ ვსწავლობდი, იმ ხანის. ერთმანეთის ნახვა გაგვიხარდა. მივიკითხ-მოვიკითხეთ ერთმანეთი და ვეუბნები: ამ მიყრუებულ ქუჩაზე რას აკეთებ-მეთქი და მიპასუხა: ფიზიკით ვეღარ ვარჩენ ოჯახს და აქ პატარა საამქრო მაქვს, ხელჯოხებს ვამზადებო...“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი