საჭირო კაცი
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 06.12, 2023 წელი

ჭაბუკა ჭიღლაძე ჰყვება: „ბათუმში მივდიოდი რეკორდის დასამყარებლად და საჭესთან ჯდომით რომ არ დავღლილიყავი, სამარშრუტო ტაქსით წავედი. მგზავრები მიყურებენ და მეუბნებიან, რა ჯანზე ხარო, 100 კილოგრამს თუ ასწევო და ასე შემდეგ. მე კი ხმას არ ვიღებ. ხომ არ ვეტყოდი 365 ტონა ვაგონები უნდა დავძრა-მეთქი. გზაში მანქანას საბურავი გაუსკდა. მძღოლს დანკრატი არ აღმოაჩნდა. რომ არ დაგვეგვიანა, მძღოლს ვუთხარი, მანქანას ავწევ და შენ საბურავი გამოცვალე-მეთქი. მოკლედ, ავწიე და ხუთი წუთი მეჭირა, სანამ გამოცვალა. ბოლოს ხრახნებიც მე დავუჭირე ბოლომდე.
რეკორდი რომ დავამყარე, შემთხვევით ის მძღოლი შემხვდა. თურმე, ტელევიზორში ვუნახივარ და მითხრა:
– შენ რომ ხრახნები მოუჭირე, ავტომექანიკოსმა სპეციალური მოსაჭერი პისტოლეტით ნახევარი საათის განმავლობაში ძლივს მოხსნაო.“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან