იუმორი
რწმენის გამოცდა
№11
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 30.03

ერთი ორთოდოქსი ქრისტიანი სარწმუნოდ იღებდა ყველაფერს, რაც ბიბლიაში ეწერა. ერთხელ მას კითხვით მიმართა მეცნიერმა:
– ბიბლიის თანახმად, ღმერთმა დედამიწა 5 ათასი წლის წინ შექმნა. მაგრამ მეცნიერებმა აღმოაჩინეს ძვლები, რომელიც მოწმობს, რომ სიცოცხლე დედამიწაზე მილიონი წლით ადრე ჩაისახა.
ქრისტიანმა ამაზე უპასუხა:
– როდესაც ღმერთი 5 ათასი წლის წინ ქმნიდა დედამიწას, მან განზრახ დატოვა ეს ძვლები, რათა გამოეცადა ჩვენი რწმენა და გაეგო, რას უფრო მალე დავუჯერებდით: მის სიტყვებს თუ მეცნიერულ მტკიცებულებას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან