იუმორი
როცა ვალში არ რჩები
№24
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 24.06

ანზორ ერქომაიშვილი ყვებოდა:
„ერთ გურულ კაცს ბუღა ჰყავდა და იქაურებს ძროხები მასთან მიჰყავდათ დასამაკებლად, რაც 25 მანეთი ღირდა. ერთმა ძროხა მიიყვანა, მაგრამ ფული არ ჰქონდა და უთხრა, დაამაკებინე და სამაგიერო ჩემზე იყოსო. ბუღის პატრონს ცოლი შეუძლოდ ჰყავდა. ძროხის პატრონი რომ წავიდა, ქალმა ქმარს გამოსძახა: დატია რამეო? ქმარმა უპასუხა: არ დაუტიებია, მაგრამ მითხრა, სამაგიერო ჩემზე იყოსო. ცოლმა კი გამოსძახა, რა მოტ...ნას ხომ არ მიპირებსო?“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან