იუმორი

როცა უცენზურო შაირები იცი...

№10

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 15.03, 2022 წელი

ერეკლე საღლიანი
დაკოპირებულია

ერეკლე საღლიანი: „ერთი პერიოდი უცენზურო შაირები იყო მოდაში. ერთხელ მამასაც კი ვუთხარი ერთი შაირი. კაცი გაგიჟდა და ბარი მესროლა, რომელიც მამალს მოხვდა. იმ მამალს კი დედაჩემი და ბებიაჩემი არ აკვლევინებდნენ მამას. სახლში ვერ შევდიოდი.

– შემოვიდესო – შემომითვალა მამამ. გარკვეული დროის მერე შევედი.

– დაჯექიო – მითხრა.

უცებ გავცხარდი, თორემ ეს რა კარგი რაღაცები გცოდნია. მიდი, რაც იცი წამიკითხეო... რაც ვიცოდი, ყველაფერი წავუკითხე და მკითხა – დაამთავრეო? კი-მეთქი – ვუპასუხე. ჰო და ახლა მე დავიწყებო თქვა და ქამარი მოიხსნა...“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა