იუმორი

როცა წინასწარ იცი, რომ ჩემპიონი ხარ

№6

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 15.02, 2023 წელი

აკაკი ასათიანი
დაკოპირებულია

აკაკი ასათიანი იგონებს: „ნათესავი გვყავდა – წყალტუბოელი ცნობილი კაცი, გივი ნიკოლაძე, ფეხბურთი ძალიან უყვარდა და „დინამოს“ ფანი იყო. თბილისში ხშირად ჩამოდიოდა და ჩვენთან რჩებოდა ხოლმე. 1964 წლის ოქტომბერია, გივი ჩვენთანაა. ღამის 3 საათია, მძინავს. გივი მაღვიძებს და მეუბნება: ჩემპიონები გავხდითო. რა იცი-მეთქი და ხრუშჩოვი მოხსნესო.

მართალიც იყო, ხრუშჩოვი რომ არ მოეხსნათ, სულ რაღაც ერთი თვის მერე ჩემპიონობას არავინ გვაღირსებდა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა