იუმორი

როცა ყველას ამხიარულებ...

№49

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 14.12, 2022 წელი

ტრისტან სარალიძე
დაკოპირებულია

ტრისტან სარალიძე ჰყვება: 

„იალტაში ვიყავი გადაღებებზე და „სიყვარული ყველას უნდას“ პრემიერას ვერ დავესწარი. თბილისში რომ ჩამოვფრინდი, ვხედავ, ხალხი მიყურებს და იცინიან. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი. საკუთარი თავი შევათვალიერე – რაიმე ცუდად ხომ არ მაცვია-მეთქი. იალტაში 9- ათასიანი კონტრაქტი მქონდა, მაგრამ მთელი ფული იქ დავტოვე „გულაობაში“ და უკან ია ნინიძისგან ნასესხები 200 მანეთით დავბრუნდი. აეროპორტიდან 37 ნომერი ავტობუსით წამოვედი, მაგრამ იქაც იცინიან. გავაჩერებინე, ჩამოვედი და ტაქსით გამოვემგზავრე. ტაქსისტიც იცინის. შევწუხდი და მხოლოდ მაშინღა მივხვდი, რაში იყო საქმე, როდესაც რუსთაველის გამზირზე ამოვედით. კინო „რუსთაველის“ სალაროსთან ხალხის უზარმაზარი რიგი იდგა, ხოლო აფიშად კი ჩემი უზარმაზარი ბანერი იყო გამოკრული. ხალხი მცნობდა და ეცინებოდათ“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №52

23-29 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა