როცა გათხოვება გინდა...
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 28.08
ნინო ჩხეიძე ჰყვება:
„18 წლის ვარ. ვერ ვთხოვდები. უბანში ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი. სოლოლაკში ვტრიალებდი და ვაჟა-ფშაველაზე რომ მოვხვედრილიყავი, უკან გზას ვერ გამოვაგნებდი. ერთხელ ჩემმა დაქალმა თავისი ძმის საკალათბურთო თამაშზე დამპატიჟა. გამოვიპრანჭე, ახალი პონჩო ჩავიცვი და წავედით. ეიფორიაში ვარ. მოთამაშეები შევათვალიერე. ერთ-ერთმა ჩააგდო და გამომხედა. ჭკუაზე არ ვარ, ვფიქრობ, ყოჩაღ, ნინო, მაგარ ფორმაში ხარ-მეთქი. გაგრძელდა თამაში. მეორეც ჩააგდო, გადაულაპარაკა მეორე ბიჭს და იმანაც შემომხედა. ჭკუაზე არ ვარ, ვიპრანჭები. მერე მეორეს გადაულაპარაკა, იმან – მესამეს. მოკლედ, გაგიჟებული ვარ და ვფიქრობ, აქედან გაუთხოვარს არ გამიშვებენ-მეთქი. ბოლოს ისე მოხდა, რომ მთელი გუნდი მიყურებს, ორივე გუნდი მე მიყურებს. პიკი კი ის იყო, რომ სულ ბოლოს მთელმა დარბაზმა გამომხედა, თურმე, ტაბლოს ქვევით ვიჯექი... ასეთი იმედგაცრუება ცხოვრებაში არ მქონია, თუმცა ის ორი საათი კი ვიყავი გახარებული“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან