იუმორი

როცა „არას“ გეუბნებიან...

№50

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 28.12

„თბილისელების“ იუმორი
დაკოპირებულია

2008 წელს ნაკლებად ცნობილი კანადელი ქანთრი-მუსიკოსი, დეივ კეროლი თავისი კონცერტის ჩასატარებლად ამერიკის შტატ ნებრასკაში მიფრინავდა. თვითმფრინავში ჩაჯდომამდე ის დაჟინებით სთხოვდა ავიაკომპანია „იუნაიტედ აირლაინის“ თანამშრომლებს, რომ ნება დაერთოთ, სალონში აეტანათ მისი „ტეილორის“ მარკის გიტარა, რა თქმა უნდა, დამატებითი საფასურის გადახდით. მაგრამ მას უარი განუცხადეს. ამის შემდეგ მან თვითმფრინავის ილუმინატორიდან დაინახა, თუ როგორ უსულგულოდ ექცეოდნენ და ბარგთან ერთად ისროდნენ მის საყვარელ გიტარას.

ბარგის მიღების დროს აღმოჩნდა, რომ ძვირფასი მუსიკალური ინსტრუმენტი გატეხილიყო. მთელი წლის განმავლობაში ავიაკომპანია უარს ეუბნებოდა დეივ კეროლს მისი თანამშრომლის მიერ მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურებაზე, ასევე კატეგორიაულად არ აღიარებდა თავის დანაშაულს. ბოლოს და ბოლოს მუსიკოსმა მორიგ საჩივარზე საბოლოო და გადამწყვეტი „არა“ მიიღო.

ამის შემდეგ დეივიდ კეროლმა გასაჩივრება შეწყვიტა, უკვე ადვოკატისთვის გადასახდელი ფულიც აღარ დარჩა და მაშინ მან დაწერა სახალისო სიმღერა ქანთრის სტილში სახელწოდებით „ავიაკომპანია „იუნაიტედი“ ამტვრევს გიტარებს“, რომელშიც უბრალოდ, აღწერა მომხდარი და ეს იუმორით გააკეთა. შემდეგ ამ სიმღერაზე სასაცილო კლიპი გადაიღო. მისი ეს ირონიულ-სატირული შემოქმედებითი საქციელი – ყველაზე მგრძნობიარე ჩივილი კლიენტების ცუდად მომსახურებისთვის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ და ლაზათიან ხერხად იქცა და პასუხი გაეცა უხეშობასა და უსამართლობას. კეროლის კლიპმა „იუ თუბიზე“ 28 მილიონი ნახვა დააგროვა. ერთი კვირის განმავლობაში ავტორი მსოფლიო ვარსკვლავად იქცა და აკუსტიკური გიტარების მწარმოებელმა კომპანია „ტეილორმა“ მუსიკოსს ორი საუკეთესო გიტარა აჩუქა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი