იუმორი

„რომელი ხარ ცათა შინა...“

№24

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 22.06

აკაკი წერეთელი
დაკოპირებულია

მახვილგონიერი აკაკი მეცხრამეტე საუკუნის 80-იან წლებში ქართველ მწერალ-მოღვაწეთა კომისია „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დადგენაზე მუშაობდა. ერთხელ, აკაკი იმ დროს მივიდა კომისიის სხდომაზე, როდესაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა და ამ სტრიქონებს არჩევდნენ:

„იგი ველი გაირბინეს, ჯოგი წინა

შემოისხეს,

დახოცეს და ამოწყვიტეს, ცათა

ღმერთი შეარისხეს“.

კომისიის წევრებს კამათი გაემართათ სიტყვა „ცათა“ შესახებ. ერთი ნაწილი ამტკიცებდა, რომ სიტყვა „ცათა“ არ იყო მართებული, გადამწერთა მიერ იყო შეცვლილი და დამახინჯებული, რადგან ცა ერთია და რუსთაველსაც, ალბათ, „ცასა“ ექნებოდაო. სხვათა შორის, ამ მოსაზრებას იცავდა თვით ილიაც. სწორედ მაშინ, როცა კომისია უკვე აპირებდა ოქმში შეეტანა ეს ცვლილება, სიტყვა აკაკიმ ითხოვა და წამოიწყო ლოცვა:

„მამაო ჩვენო, რომელი ხარ

ცათა შინა...“

უკეთესი საბუთის მოძებნა შეუძლებელი იყო და „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტში დარჩა სიტყვა „ცათა“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

24-30 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული