იუმორი

როგორ იქეიფა გეგე სულხანიშვილმა სულთანიშვილებთან რაჭაში

ავტორი: ნიკა ლაშაური 15:37 17.11, 2020 წელი

გეგე სულხანიშვილი
დაკოპირებულია

გეგე სულხანიშვილი ასეთ ისტორიას ყვება: „რაჭაში ვარ და მანქანით მოვდივარ. ერთ-ერთ სახლთან კაცმა გამაჩერა და მითხრა:
– თუ ძალიან არ გაჩქარება, ათი წუთით გაჩერდი. მიწას თხრიან, რომ ერთი სახლიდან მეორე სახლში წყლის მილი გაიყვანონო.
მე გავჩერდი. ამასობაში გათხარეს და ის კაცი მეკითხება, რა გვარი ხარო. ვუპასუხე – სულხანიშვილი-მეთქი. ჩემი გვარის გაგონებაზე ამ კაცს თვალები გაუფართოვდა. მანქანა გადამაყენებინა, თავისიანებს დაუსტვინა და ხელით ანიშნა – სუფრა გაშალეთო. შემდეგ ეზოში შემიპატიჟა და სახლშიც მალე შევედით. იქ კი გაშლილ სუფრასთან უკვე ოცდაათი ადამიანი იჯდა. სუფრაზე გოჭით დაწყებული, ყველაფერი ეწყო. ერთი სიტყვით, ზღაპრული სუფრა იყო. მასპინძელი იდაყვამდე მწვდებოდა, წელზე შემომხვია ხელი და ოთახში შევდივართ, თან იქ მსხდომებს ეუბნება: აბა, ერთი შემოგვხედეთ, სულთანიშვილები რა კარგი ჯიშისა ვართო. მე ძალიან შემრცხვა და ვთქვი: „ბოდიში, ვერ გაიგეთ, მუ სულხანიშვილი ვარ და არა სულთანიშვილი-მეთქი...“ სუფრაზე სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. მასპინძელმა კი პაუზის შემდეგ თქვა: ერთი ასოს დედაც... ვიქეიფოთო.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი