იუმორი

როგორ გადაურჩა საქართველო ჩრდილოკორეულ ატომურ დაბომბვას

№20

ავტორი: ნიკა ლაშაური 23:00 25.05, 2021 წელი

დავით ბაქრაძე
დაკოპირებულია

დავით ბაქრაძე იხსენებს:

„1992 წელია და საგარეო საქმეთა სამინისტროში ვმუშაობ, განყოფილებაში, რომელსაც მისალოცი დეპეშების გაგზავნა ევალებოდა სხვადასხვა ქვეყანაში ეროვნული დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. ივლისის თვეა. ძალიან ცხელა და 17 ივლისის (სამხრეთ კორეის კონსტიტუციის დღე) აღსანიშნავად გავაშანშალეთ ძალიან გულისხმიერი და პატრიოტული შინაარსის დეპეშა. ვწერდით, რომ როგორც ჩვენ დავაღწიეთ თავი რუსეთის ოკუპაციას ამერიკის დახმარებით, ასევე თქვენც გისურვებთ ძალიან დიდ წარმატებებს კომუნისტურ მდევრებთან ბრძოლაში, ასევე, სხვა მრავალი შინაარსის სურვილები. მაგრამ, შეცდომით, ეს დეპეშა ჩრდილო კორეაში გაუშვეს, რომელიც სამხრეთ კორეის დაუძინებელი მტერია… კიდევ კარგი, რომ მაშინ ჩრდილო კორეას ატომური ბომბი არ ჰქონდა, თორემ ამ დეპეშის პასუხად ნამდვილად ჩვენკენ გამოუშვებდა მას.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა