იუმორი

როგორ აწვალა ავტოინსპექტორი გიორგი სიჭინავამ

№50

ავტორი: ნიკა ლაშაური 19:08 17.12, 2020 წელი

გიორგი სიჭინავა
დაკოპირებულია

თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელები „პიონერთა სასახლეში“ იმყოფებოდნენ ბავშვებთან შეხვედრაზე და მანქანები ზედ რუსთაველის გამზირზე ეყენათ, სადაც გაჩერება არ შეიძლებოდა. 

გიორგი სიჭინავა შეხვედრიდან ცოტა ადრე გამოვიდა. ამ დროს მას მეგობარი შეხვდა და „ვოლგაზე“ მიყრდნობილებმა საუბარი გააბეს.

გამოიარა ავტოინსპექტორმა და სიჭინავას უთხრა: აქ მანქანის გაჩერება არ შეიძლება, გადააყენე, თორემ ნომრებს მოვხსნიო (იმ პერიოდში მოხსნილი ნომრების დაბრუნება დიდი პრობლემა იყო და „ურჩები“ ასე ისჯებოდნენ). სიჭინავა მაგარი „შაყირისტი“ იყო და ინსპექტორს უთხრა: მოხსენიო. ინსპექტორმა ნახევარი საათი იწვალა, ნომრები მოხსნა და სიჭინავას, რომელიც სახეზე ვერ იცნო, უთხრა: კაცი არ ვიყო, თუ ამ ნომრების დასაბრუნებლად არ გაწვალო, ისე, როგორც შენ მათი მოხსნისთვის მაწვალეო.

სიჭინავას გაეცინა და მიუგო, – ახლა ამ მანქანის პატრონი გამოვა და ყოფას გიტირებს. ეს მანქანა ჩემი კი არა, მიშა მესხისააო.

ერთი სიტყვით, ინსპექტორმა კიდევ ნახევარი საათი იმისთვის იწვალა, რომ ნომერი „11-11“ „ვოლგაზე“ მიემაგრებინა, რომელიც ლეგენდარულ მიშა მესხს ეკუთვნოდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა