რატომ დააჯარიმეს შვეიცარიაში გიორგი უშიკიშვილი 150 ევროთი
ავტორი: ნიკა ლაშაური 23:00 02.11, 2021 წელი
![გიორგი უშიკიშვილი გიორგი უშიკიშვილი](/files/2021/10/28/3090/giorgi-ushikishvili_w_h.jpeg)
გიორგი უშიკიშვილი იხსენებს: „შვეიცარიაში, ჟენევაში ვართ. სასტუმროში არ მიგვიყვანეს და სადაც განგვათავსეს, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს სახლი ნაჩქარევად იყო აშენებული და „გიფსოკარდონის“ კედლები ჰქონდა. ღამეა. დაახლოებით 11 საათი. ტუალეტში გავედი. უკან რომ დავბრუნდი და დავწექი, 20 წუთში პოლიცია არ დაგვადგა?!
– აბა, რა ხდება, რაშია საქმე-მეთქი და პოლიციელი მეუბნება: ტუალეტი რატომ ჩარეცხეო. თავიდან ვიფიქრე, ვიღაცა მეკაიფება-მეთქი. თუმცა პოლიციელი ნამდვილად ტუალეტის ჩარეცხვის გამო იყო გამოძახებული. როგორც გაირკვა, იქ საღამოს 8 საათის შემდეგ ტუალეტის ჩარეცხვა არ შეიძლება, მეზობლები რომ ჩარეცხვის ხმამ არ შეაწუხოს. ამის გამო 150 ევროთი დაგვაჯარიმეს და ამის შემდეგ დილაობით ვისუფთავებდით კუჭს, რათა მეზობლების სიმშვიდე არ დაგვერღვია.“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან