იუმორი
რა გითხრათ, რით გაგახაროთ
№36
ავტორი: „თბილისელები“ 11:00

აღარ გამათრახებს რუსი, აღარ
გათახსირებს სპარსი,
ამერიკული გაქვს კურსი,
ლიბერალური გაქვს არსი,
გადაშენება გაქვს მიზნად,
გადაგვარება გაქვს წესად,
გადახვეწილი ხარ ხიზნად,
ამოძირკვული ხარ ფესვად,
აღარაფერი გაქვს შენი, კუდის ამწევი
ხარ სხვისი,
განაზებული გყავს ძენი,
ქალიშვილები კი სხვისი,
ერთი სუფრა შეგრჩა უხვი, ისიც
მლიქვნელობის ბუდე,
გულის მოოხების ველი, ვითომ
გალავანი, ზღუდე,
მიწაც გაასხვისე უკვე, მტერზე
გადაყიდე კერა,
თანაც ღვთის წყალობაც გინდა,
მუქთად გაბრწყინების გჯერა.
გურამ ქართველიშვილი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან