იუმორი

პურღვინობა

№41

ავტორი: „თბილისელები“ 13:01

პურღვინობა
დაკოპირებულია

გიორგი ჭუმბურიძე (ტრავმატოლოგი) ყვება: „

ერთი გოგო მომწონდა და მის დაბადების დღეზე მივედი. სულ გოგოები იყვნენ და მარტო მე ვიყავი ბიჭი. თამადობა შემომთავაზეს. მე უარი ვუთხარი. მაშინ ერთმა გოგომ იკისრა თამადობა. აიღო პური ჭიქას წინიდან მიადო, ხელი ისე მოჰკიდა, თქვა სადღეგრძელო და დალია. ვიფიქრე ახალი ტრენდია-მეთქი და იგივე გავიმეორე. კარგად რომ შევქეიფიანდი თამადა მეკითხება, ასე რატომ იღებ ჭიქასო. მე მას ვბაძავდი და უცოდინრობაში რომ არ ჩამთვლოდა მოვიბოდიალე: პური, ღვინო, ქართველობა... მოკლედ სიმბოლოებზე წავედი. მერე ვკითხე: შენ რატომ იღებ ასე ჭიქას-მეთქი. მან კი მითხრა: ეს ჭიქა ჩემთვის პატარაა, ხელს კარგად ვერ ვკიდებ და პურს ვახმარო...“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №41

13–19 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა