პოეზიის მეტრი
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 13.12, 2022 წელი

ნუგზარ ფოფხაძე იგონებს: „მოსკოვში, „ოსტანკინოს“ დიდ დარბაზში საკავშირო ტელევიზია მკითხველთა გრანდიოზულ შეხვედრას უწყობს ირაკლი აბაშიძეს. წარმოგიდგენიათ, რა აუდიტორია ჰყავს ამ დროს ბატონ ირაკლის – მთელი საბჭოთა კავშირი და არა მარტო! ეს დარბაზი ხომ ისეა გაჭედილი, ნემსიც არ ჩავარდება. ყველა ლექსს დამსწრენი დიდი ტაშით ხვდებიან, ასევე, შეკითხვებზე პასუხებს.
აი, ერთი შეკითხვა: „კაკ ვი ოტნოსიტეს კ სლავე?“
პასუხი: „კაკ კ ჟენშინე, ნე სლედუეტ ნადოედატ“.
ტაში მაგრამ რა ტაში. ნამდვილი ფეირვერკია და ისევ შეკითხვა:
„ვი ნასტოიაში მეტრ“ - ბატონმა ირაკლიმ არ დაამთავრებინა მის თაყვანისმცემელს, რომელსაც უნდოდა ხაზგასმა იმ ჭეშმარიტებისა, რომ სცენაზე პოეზიის მეტრი იდგა და ღიმილით „მიახალა”: „ნე მეტრ, ა მეტრ დევიანოსტო“ - დარბაზი მართლა დაინგრა სიცილითა და ოვაციით.“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან