იუმორი
ფაცხა საჩუქრად
№23
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 12.06, 2024 წელი

გუბაზ სანიკიძე ყვება:
„ერთხელ აფხაზებმა დაწერეს, ფაცხა ჩვენი შექმნილიაო. თბილისში ატყდა ერთი ამბავი – ეს როგორ გაგვიბედეს, ფაცხა ხომ მეგრულიაო. კონფერენცია იმართებოდა და ამ საკითხსაც შეეხნენ. ერთი მთვრალი შვედი ისტორიკოსიც კი გამოიყვანეს სიტყვით. მამაჩემმა ითხოვა სიტყვა და თქვა: სვეტიცხოველი გვაქვს, ოშკი გვაქვს, ვარძია გვაქვს და ერთი ფაცხა მივცეთ აფხაზებს, ჰქონდეთო“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან