იუმორი

პატარა ჯვარცმა

№41

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 23.10

ტერენტი გრანელი
დაკოპირებულია

პოეტი ტერენტი გრანელი მწერლისა და დრამატურგის, შალვა დადიანის ძმისშვილს, ნინო დადიანს ეტრფოდა. უკიდურესად გაჭირვებული და ღარიბი პოეტი ულამაზეს ნინოზე მხოლოდ ოცნებობდა.

მაშინ, როდესაც ქართველი მწერლები და პოეტები ელეგანტურად ჩაცმულები სეირნობდნენ ქუჩებში, ტერენტი დახეული ფეხსაცმელებითა და გაცრეცილი ტანსამცლით დადიოდა.

ზამთრის ერთ საღამოს შალვა დადიანი ქუჩაში შეხვდა ტერენტი გრანელს და უთხრა: – ,,ჩაიცვი, ყმაწვილო, ჩაიცვი!”

შალვას ტერენტიმ ლექსით უპასუხა:

ბატონო შალვა! არამც თუ კაცმა,

ბავშვმაც კი იცის ჭამა და ჩაცმა,

შენ სიღარიბეს არ იცნობ, ალბათ,

რომელიც არის პატარა ჯვარცმა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №41

13–19 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა