იუმორი
ოთარ რამიშვილის ლექსი რუსეთზე
№12
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 02.04, 2022 წელი

„ოდიდგან ასე გვიტევდნენ
სტუმრად მოსული მდგმურები,
ჩვენს მამულს ჩვენით იძენდნენ
ვერავის დავემდურებით.
ნეტავ სად გაქრა გამცემი, ამ მიწისა
და ბარისა,
შერცხვეს ასეთი ქართველი
ჩვენ ერს რა ბედი აღირსა.
ჯიბე აივსეს ფულებით, ფულით
დაირტყეს ქულები,
ცოლ-შვილს უყიდეს ქურქები,
ქურქებს გვიგზავნის თურქები,
ნეტავი რა ეშველება, ჩვენს აწმყოსა
და მომავალს,
ხელში გვაცლიან შვენებას, მიკვირს
ცოცხალი რომა ვართ.
პირველ ხმას იწყებს აფხაზი, ოსებიც
აგვიხმაურდა,
რუსმა დასჭექა ხაზგასმით: სოფლის
შენებას რა უნდა.
წელს ამოგვიღეს მიზანში, ალბათ,
მოგვსპობენ გაისად,
ჯოჯოხეთში აქვთ ადგილი პუტინს
და რუსულ არმიას.”
სიახლეები ამავე კატეგორიიდან