ორი მეგრელი
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 08.08, 2023 წელი
![გურამ დოჩანაშვილი გურამ დოჩანაშვილი](/files/2023/08/04/8320/guram-dochanashvili_w_h.jpeg)
გურამ დოჩანაშვილი იგონებდა:
„დიდი ქართველი ფეხბურთელი იყო მურთაზ ხურცილავა, თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრებში თამაშობდა. ჩილეში რომ მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი გაიმართა, საბჭოთა ნაკრები იქ 6 თვით ადრე გაუშვეს, მაღალმთიანი ქვეყანაა და ფეხბურთელებმა აკლიმატიზაცია კარგად გაიარონო, მაგრამ ამდენ ხანს იქ ყოფნა მაინც ნამეტანი იყო. მოკლედ, ჩემპიონატიდან გამოცვივდნენ და ვადაზე ადრე გამობრუნდნენ უკან. მურთაზი იხსენებდა, მოსკოვში რომ ჩავფრინდით, ერთი დღით სასტუმრო „როსიაში“ დავბინავდით. ვიგრძენი, რომ ჩემი ქართული ენა ძალიან მომნატრებოდა. ნომრიდან გამოვედი, ეგებ ვინმე ჩვენებური გამომეჭირა და ფოიეშიო მთლად მელიტონ ქანთარია არ დავინახეო... ეს ორი გამოჩენილი ქართველი, ორივე მეგრელი, შეხვდა ერთმანეთს. შესულან რესტორანში. ასე, მეხუთე-მეექვსე ჭიქაზე ლაპარაკი ბედისწერის რაობაზე ჩამოვარდნილა. მურთაზს უთქვამს, ამდენ ხანს ვიყავი წასული საზღვარგარეთ და ხედავ, რა არის ბედისწერა? კარგად რომ არ მეთამაშა ცხაკაიაში (დღევანდელ სენაკში), მაინცდამაინც ჩემს თამაშს რომ არ დასწრებოდა „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი ჟორდანია, ახლა ხომ ვერ მევივლიდი მსოფლიოსო? ხურცილავას ჰგონებია, ამის თქმით მელიტონი გააკვირვა და დააბნია, მაგრამ... მელიტონმა, – ხოხ, უარესი არ მითხრაო! ხომ დევიღუპებოდი, ჰიტლერს ომი რომ არ დეეთმოო... იმ ამბის შემდეგ ქანთარია დეპუტატი გახდა, მოსკოვში ცხოვრობდა“.გურამ დოჩანაშვილი იგონებდა: „დიდი ქართველი ფეხბურთელი იყო მურთაზ ხურცილავა, თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრებში თამაშობდა. ჩილეში რომ მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი გაიმართა, საბჭოთა ნაკრები იქ 6 თვით ადრე გაუშვეს, მაღალმთიანი ქვეყანაა და ფეხბურთელებმა აკლიმატიზაცია კარგად გაიარონო, მაგრამ ამდენ ხანს იქ ყოფნა მაინც ნამეტანი იყო. მოკლედ, ჩემპიონატიდან გამოცვივდნენ და ვადაზე ადრე გამობრუნდნენ უკან. მურთაზი იხსენებდა, მოსკოვში რომ ჩავფრინდით, ერთი დღით სასტუმრო „როსიაში“ დავბინავდით. ვიგრძენი, რომ ჩემი ქართული ენა ძალიან მომნატრებოდა. ნომრიდან გამოვედი, ეგებ ვინმე ჩვენებური გამომეჭირა და ფოიეშიო მთლად მელიტონ ქანთარია არ დავინახეო... ეს ორი გამოჩენილი ქართველი, ორივე მეგრელი, შეხვდა ერთმანეთს. შესულან რესტორანში. ასე, მეხუთე-მეექვსე ჭიქაზე ლაპარაკი ბედისწერის რაობაზე ჩამოვარდნილა. მურთაზს უთქვამს, ამდენ ხანს ვიყავი წასული საზღვარგარეთ და ხედავ, რა არის ბედისწერა? კარგად რომ არ მეთამაშა ცხაკაიაში (დღევანდელ სენაკში), მაინცდამაინც ჩემს თამაშს რომ არ დასწრებოდა „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი ჟორდანია, ახლა ხომ ვერ მევივლიდი მსოფლიოსო? ხურცილავას ჰგონებია, ამის თქმით მელიტონი გააკვირვა და დააბნია, მაგრამ... მელიტონმა, – ხოხ, უარესი არ მითხრაო! ხომ დევიღუპებოდი, ჰიტლერს ომი რომ არ დეეთმოო... იმ ამბის შემდეგ ქანთარია დეპუტატი გახდა, მოსკოვში ცხოვრობდა“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან