იუმორი

ნოსტალგია თბილისზე

№23

ავტორი: „თბილისელები“ 11:00 16.06

„თბილისელების“ იუმორი
დაკოპირებულია

ვერა, თბილისელობას ვერ ისწავლი, იმიტომ, რომ ეს ხელოვნებაა, სითბოა, ერთმანეთობაა, სალამ-ქალამია, საქულა და ქრიქულაა, მესემიჩკე ძია სანდროა, ევას პავაროტია, გლიასეა, პონჩიკია, ჭირი და ლხინია, კიდევ, ტრამვაი - ტროლეიბუსი უნდა იცოდე, თბილისური გამარჯობის სიყვარული და მადლი უნდა იცოდე, კირიჩნი, არტო, გორკი, ზემელი, კიკვიძის ბაღი, დიღმის ტყე, კუკია, ვერა რეჩკა, ორთაჭალა, ხარფუხი, კიკა, მარინა, დიღმელი კოლა, რიყე, დილის საარი, სადგურიდან წისქვილამდე, ტივი, ქალის პატივისცემა, ჩხუბში დაძმაკაცებული კაცის ნათლიად გახდომა, გარდაცვლილი ძმაკაცის შვილების გაზრდა, გამთენიისას ქურთების დაგვილი ქუჩის სუნი სარწყავი მანქანის გავლის შემდეგ, დეპოს ხინკალი და კინო გაზაფხულთან ჩხუბები, მოკირწყლული ქუჩები და ბანიანი სახლები.

კიდევ „ნახშირი, ნახშირიით“ გამთბარი უნდა იყო, „ტაჩი ნოჟი ნოჟნიცი” უნდა იცოდე დედას და ბებიას რომ ეგზავნებოდი გასალესად, დილაადრიანად წყნეთელი მემაწვნის მაწვნის გემოც, ბალიშა კამფეტიც, ბოშებთან ნაყიდი „ჟუვაჩკები,“ მამალოები და ბატიბუტის ტკბილი ბურთები, ვარდისფრად რომ იყო ალაგ-ალაგ „გაკრასკული“ და „მაროჟნი შიკალადნიიც“... რამდენი კიდევ.... ეეჰ...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

16-22 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა