იუმორი

ნათლია

№35

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 05.09

რევაზ ჩელებაძე
დაკოპირებულია

რევაზ ჩელებაძე ჰყვება: 

„1986 წელს, როცა ჩერნობილის კატასტროფა მოხდა, კიევის „დინამოს“ ფეხბურთელმა ვლადიმირ ბესონოვმა დამირეკა და მთხოვა. მისი, ბალის, ჟურავლიოვის და კიდევ ერთი მათი თანაგუნდელის ოჯახები ქობულეთში ჩამეყვანა, სანამ რადიაციის საფრთხე გაივლიდა და თავად ფეხბურთელები მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნდებოდნენ. მოკლედ, ჩამოვიდნენ და 2 თვე ჩემს სახლში გაატარეს. ბალის მეუღლე სვეტა, ფეხმძიმედ იყო. ვუთხარი, თუ ბიჭი დაიბადება, მე მოვნათლავ-მეთქი და დამეთანხმნენ. 4 აგვისტოს კიევში ბიჭი დაიბადა. 5 ოქტომბერს კიევის „დინამოსთან“ თამაში გვაქვს. 4-ში დუბლების თამაშზე მივედი და მოვიდნენ კიეველებიც. ბალს ვეუბნები – ერთით ერთი ვითამაშოთ-მეთქი. რას ამბობ, დაგვხოცავენ, ევროპის თასის მფლობელები ვართ და არ გვაპატიებენო. კარგი, მაშინ თუ 1:0 იქნა, ვთამაშობთ, მეორე თუ შეგვიგდეთ, მეტი აღარ გაგვიტანოთ და თამაშის ბოლოს პენალტს დავარტყამ და ასე დავამთავროთ-მეთქი. კარგიო, – დამეთანხმა ბალი. – ოღონდ, – ვეუბნები, – უხეშად არ მეთამაშონ, ეკლესიაში კოჭლობით ხომ არ შემოვალ-მეთქი. კიევს ორმეტრიანი „რიჟა“ მცველი ჰყავდა, „უბიიცა“ კუზნეცოვი. ბალმა დაუძახა: ოლეგ, მოდი, აქო და უთხრა, – რეზოს ერთი ნაკაწრიც რომ ჰქონდეს ხვალ მოგკლავო. კუზნეცოვი სუფთად მეთამაშა. 3-1 მოვუგეთ. 2 გოლი მე შევაგდე და გაგიჟებული იყო ანდრეი, რატომ ფეხი არ მოგაძროო“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა