იუმორი

მთვრალები შტურვალთან

№2

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 21.01

ბუბა კიკაბიძე
დაკოპირებულია

ბუბა კიკაბიძე ყვებოდა: 

„ციმბირის ავიახაზებით“ ციმბირში გასტროლებზე მივფრინავდით. ჰაერში 4 საათი უნდა ვყოფილიყავით. დირექტორი მყავდა ტორმაჩოვი და ვუთხარი, კაი არაყი წამოიღე-მეთქი. ორი ბოთლი წამოიღო. სტიუარდესას თხილი მოვატანინეთ და ვსვამდით. ამ დროს სალონის უკანა ნაწილიდან ფორმაში გამოწყობილი მფრინავი მოვიდა. ვიფიქრე, ალბათ, უბრალოდ მგზავრობს-მეთქი და დალევა შევთავაზე. ისიც ჩამოჯდა და ჩვენთან ერთად სვამს. სასმელი გაგვითავდა წავიდა და ორი ბოთლი კონიაკი მოიტანა, თან თავისი კოლეგაც მოაყოლა. ის ორი ბოთლიც დავლიეთ და უკვე მაგრად ვიყავით, რომ მითხრა, ჩვენთან როდის შემოხვალთო. სად თქვენთან-მეთქი? სალონშიო გვიპასუხა. წავყევი და იქ შტურვალთან ერთი კაცი იჯდა. მფრინავი ეუბნება: ნახე, ვინ მოგიყვანეთ - ბუბა კიკაბიძეო. ეს ორიც ეკიპაჟის წევრები ყოფილან. შტურვალთან მჯდომს ვკითხე, ესენი თქვენთან არიან-მეთქი? მიპასუხა: ჰო, რა მოხდა, ნასვამი არასდროს მჯდარხარ საჭესთანო?! კიდევ ორი საათი ჰქონდა საფრენი და ეს რომ გვითხრა, ეგრევე გამოვფხიზლდით“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

12-18 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი