იუმორი
მწერალთა კლასიფიკაცია
№2
ავტორი: „თბილისელები“ 14:32
მწერალთა კავშირის მრავალრიცხოვანი წევრები გალაკტიონმა შვიდ კატეგორიად დააჯგუფა:
1. მწვერვალთა კავშირი – გულისხმობს ლიტერატურულ მწვერვალებს... ისინი ძალიან ცოტანი არიან, მწვერვალები.
2. მწერალთა კავშირი – გულისხმობს მწერლებს.
3. მწერელთა კავშირი – გულისხმობს არამწერლებს მწერალთა კავშირში.
4. გადამწერელთა კავშირი – გულისხმობს კრიტიკოსების სექციას... გასაგებია, რატომ.
5. მიმომწერელთა კავშირი – გულისხმობს კანცელარიის მუშაკებს – მწერლებს.
6. ჩამომწერელთა კავშირი – გულისხმობს მეჰონორარეებს.
7. მწერალთა კავშირი – გულისხმობს მწერებს და სხვადასხვა პარაზიტებს... გასაგებია, მგონი.
თითქოს ხუმრობაა, მაგრამ მართლაც როა?!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




