მსუბუქი ყოფაქცევის მქონე ქალები, რომელთა სახელებიც ისტორიას შემორჩა
ავტორი: „თბილისელები“ 17:57 17.08

მარტა ჯეინ კანარი
მარტა ჯეინ კანარი, იგივე საბედისწერო ჯეინი იყო ამერიკელი ველური დასავლეთის მაცხოვრებელი, სკაუტი, იბრძოდა ინდიელების წინააღმდეგ და მონაწილეობდა ბაფალო ბილის შოუში. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ იგი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მეძავად მუშაობდა ფორტ ბრიჯერში, ვაიომინგში. ჯეინი მისმა თანამედროვეებმა აღწერეს, როგორც ლამაზი ქალი შავი თვალებით.
სადა აბე
სადა აბე ბავშვობიდან ოცნებობდა გეიშობაზე და სწავლობდა ამ ხელოვნებას იოკოჰამას გეიშების სკოლაში. თუმცა, მოგვიანებით იგი ჯერ კვაზი-გეიშა გახდა, რომლის მოვალეობებში მხოლოდ სექსუალური მომსახურება შედიოდა, შემდეგ კი მეძავი. ცხადია, სადა აბე ფსიქიკურად დაავადებული იყო, ჰქონდა წარმოუდგენელი სექსუალური მადა და მანიაკალურად ეჭვიანი იყო. მის შესახებ მთელმა იაპონიამ შეიტყო, როცა ქალი შეყვარებულის მკვლელობისთვის დააკავეს – სასიყვარულო თამაშების დროს დაახრჩო, შემდეგ კი სასქესო ორგანო მოაჭრა და თან წაიღო. დროთა განმავლობაში მისმა ისტორიამ შთააგონა მხატვრები, ფილოსოფოსები, მწერლები და კინორეჟისორები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან