მსუბუქი ყოფაქცევის ქალები, რომელთა სახელებიც ისტორიას შემორჩა
ავტორი: „თბილისელები“ 16:09

ფრინა
ფრინა ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან კურტიზანთაგან, რომლის სილამაზით დღემდე შეიძლება აღფრთოვანებული იყოთ სახვითი ხელოვნების მუზეუმებში. ძველი ბერძენი ლამაზმანი პოზირებდა გამოჩენილი მხატვრისთვის - აპელესთვის და მოქანდაკე პრაქსიტელესთვის, რომელმაც პირველად გადაწყვიტა სიყვარულის ქალღმერთი აფროდიტე შიშველი გამოესახა. ფრინა იმდენად მდიდარი ქალი იყო, რომ სურდა ალექსანდრე მაკედონელის მიერ დანგრეული თებეს კედლები საკუთარი ხარჯებით აღედგინა. მაგრამ იმდროინდელი მსუბუქი ყოფაქცევის მრავალი ქალის მსგავსად, ფრინა არ უყვარდათ და გმობდნენ. ერთხელ სასამართლოს წინაშეც კი გამოცხადდა თითქმის სრულიად შიშველი და ამით თავისი სიმართლე დაამტკიცა, ფრინა გაამართლეს, რადგან ბერძნებს სჯეროდათ, რომ ასეთი ლამაზი სხეულის მქონე ქალი ტყუილს არ იტყოდა.
ვერონიკა ფრანკო
ვერონიკა ფრანკო იყო რენესანსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვენეციელი ქალი. გარდა იმისა, რომ კურტიზანი იყო, ვერონიკა განათლებული პოეტიც გახლდათ, რომლის ნამუშევრებიც სიცოცხლის განმავლობაში იბეჭდებოდა. მან შექმნა ფონდი კურტიზანებისა და მათი შვილების დასახმარებლად. მის საყვარლებს შორის ირიცხებოდა საფრანგეთის მეფე ჰენრი III. ვერონიკა იყო ვენეციის ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული წრეების წევრი, მეგობრობდა ფილოსოფოსებთან და მწერლებთან. ჭირის გავრცელების შემდეგ იგი სასამართლოში წარადგინეს ალქაჯობის ბრალდებით. მაგრამ ის იმდენად მჭევრმეტყველად და მგზნებარედ იცავდა თავს სასამართლოზე, რომ გაამართლეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან