იუმორი
მოულოდნელი მსოფლიო რეკორდი
№37
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 20.09, 2022 წელი

კოტე ჯანაშია ჰყვება:
„ერთ-ერთ შეჯიბრებაზე ასეთი დისციპლინა იყო – 30-კილოგრამიანი კასრი უნდა გადაგეგდო სიმაღლეზე. თანდათან სიმაღლე მატულობდა და დავრჩით სამნი. სიმაღლემ კიდევ მოიმატა. მხოლოდ მე გადავაგდე და მოვიგე, მაყურებლებს მადლობა გადავუხადე და მივდივარ. ამ დროს აცხადებენ: ვორლდ რეკორდო... თურმე, მსოფლიო რეკორდი დამიმყარებია და არ ვიცოდი.“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან