მხსნელი „კალაბოკა“
ავტორი: „თბილისელები“ 22:00

სალომე შარვაძე ყვება: „90-იანი წლებია. ქვეყანაში არეულობა სუფევს. შუქი არაა და სრული განუკითხაობაა. გოგოები მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავით და ღამით სახლში ვბრუნდებით. იუბილარის ბაბუას „მარშუტკა“ ჰყავდა და მოვყავართ სახლებში დასარიგებლად. გლდანი-მუხიანის გადასახვევთან 7 ნიღბიანი გადაგვიდგა. გაგვაჩერეს. მანქანიდან გადმოგვყარეს და რამდენიმე შიგნით შევიდა დასათვალიერებლად. დანარჩენები კი გარეთ დარჩნენ. ჩვენ ვდგავართ და ვკანკალებთ. ერთ-ერთი მძარცველი აქეთ-იქით დადის, მე თვალს ვაყოლებ. ნიღაბი კი უკეთია, მაგრამ ჰაბიტუსით მეცნობა. უზარმაზარი გლობუსივით თავი აქვს და მასში ჩემი უბნელი „კალაბოკა“ შევიცანი. უცებ ნიღაბი ავხადე და მართლა „კალაბოკა“ არ შემრჩა?
– კალაბოკ, არ გრცხვენია, რომ გვაკანკალებ-მეთქი?
– კაი, ადით, ადითო და გამოგვიშვეს.
იმ დღის შემდეგ „მარშუტკაში“ ფულს აღარ მახდევინებენ...“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან