მილიციელი ბუქსირით
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 21.10

გიორგი გაბუნია ყვება:
„ვინაობას არ დავასახელებ და ერთ ცნობილ, კარგ ქუთაისელ კაცს მეგობარმა უთხრა – ბაღდათში ჩამოდი და მაგარ მარიხუანას გაგატანო. ეს კაცი მეგობრებთან ერთად ჩავიდა, მარიხუანა წამოიღო და მანქანით მოდიან. ბაღდათის ცენტრში ისინი ავტოინსპექტორმა გააჩერა და სთხოვა, ბაღდათის ბოლომდე წამიყვანეთ, მოტოციკლი ჩამიქრა და ჩამიბითო. „მარიხუანისტებს“ გაუხარდათ, მილიციელის მოტოციკლი ჩაიბეს და დაიძრნენ. გათამამებულებმა მარიხუანა გააბოლეს. მაგარმა მარიხუანამ იმოქმედა. დაავიწყდათ, რომ მილიციელი ჰყავდათ ჩაბმული. ერთ-ერთმა მათგანმა უკან გაიხედა და მოტოციკლიანი მილიციელი რომ დაინახა, მძღოლს დაუყვირა, მილიცია მოგვდევსო და სისწრაფეს მოუმატეს. მილიციელი კი იქიდან ყვირის, გააჩერეთო. ესენი კი მიჰქრიან. ერთი სიტყვით, „მარიხუანისტებმა“ მილიციელი ვანამდე ჩაიყვანეს და მხოლოდ იქ გაჩერდნენ.“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან