იუმორი

მეპურე დოდო

№11

ავტორი: „თბილისელები“ 21:00 27.03

იუმორი
დაკოპირებულია

გურამ ლორთქიფანიძე იგონებდა: მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დოდო აბაშიძე ზემელზე პურის მაღაზიაში მუშაობდა.

აწონისას ცოტას იპარავდა და როგორც გურამ ლორთქიფანიძე იგონებს, თავის მშიერ საძმაკაცოს უნაწილებდა. ერთხელაც, თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტები მივიდნენ კონტროლზე, ამ საქმეს მაშინ სტუდენტებს ავალებდნენ. დოდოს სავაჭრო ობიექტში ეროსი მანჯგალაძე და ბადრი კობახიძე მოხვდნენ. ეროსი მანჯგალაძეს მიუმართავს – პატივცემულო, მომხმარებელს რატომ ატყუებო. შენ ვინ გკითხავსო, უთქვამს დოდოს და წაურტყია ალიყური. გავიდა რამდენიმე წელი. დოდო აბაშიძემ თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა. რასაკვირველია, მალე ეროსი მანჯგალაძესაც შეხვდა, რომელმაც იცნო: თქვენ ის გიჟი მეპურე არა ხართ, ალიყური რომ მითავაზეთ? ძალიან გთხოვთ, ამ ინციდენტს ნურავის მოუყვებითო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი