იუმორი
მდიდარი და მშრომელი
№43
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 04.11
კოტე მჟავია ყვება:
ბავშვობის ორი მეგობარი ყმაწვილკაცობაში შეხვდნენ ერთმანეთს. ერთი ძალიან მდიდარია, მეორე ძალიან მშრომელი. მშრომელი ეკითხება, – აბა, როგორ ცხოვრობო. მდიდარი პასუხობს: დილით ბავშვი მიმყავს სკოლაში. მე სპორტდარბაზში მივდივარ. შემდეგ ბავშვი ჩოგბურთზე და წრეებზე მიმყავს. მე თეატრით, კინოთი და მეგობრებთან ერთად რესტორანში ვერთობი... ერთი სიტყვით, მდიდარი განცხრომაშია. მშრომელი ფართო თვალებით უყურებს და ეკითხება: ყოველდღე ასე ხარო? არა, შაბათ-კვირას ვისვენებო, – უპასუხა მდიდარმა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





