იუმორი

მატარებლის საფასური

№48

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 03.12

გიორგი ლეონიძე
დაკოპირებულია

გიორგი ქავთარაძე (გოგლა ლეონიძის შვილიშვილი) იგონებს: 

„მართალია, გოგლას სიძულვილი არ სჩვეოდა, მაგრამ იყო გამონაკლისებიც. როდესაც ვინმე უღირსზე ძალიან განრისხდებოდა, იტყოდა ხოლმე: „ჩეკისტი, ნამდვილი ჩეკისტი“ ან/და რუსულად: „ჯ... ñîხჭ÷üå“. სხვა გინება არ იცოდა. მუშტაიდის ბაღში სეირნობისას იქვე მდგომ ორჯონიკიძის ძეგლს თუ მოჰკრავდა თვალს აუცილებლად დასცდებოდა ხმადაბლა „თუ-თუ-თუ“. ალბათ, „(თ)ფუი ეშმაკსო!“. ასე მაშინ აკეთებდა, როდესაც რაიმეს წააწყდებოდა სიკვდილთან დაკავშირებულს. ერთხელ იქვე, მუშტაიდის ბაღში ყოფნისას, არ ვიცი, ხუმრობით მითხრა თუ სერიოზულად: „შენ რომ აქ პატარა მატარებლით სეირნობ, ეგ რკინიგზა ორჯონიკიძემ საქართველოს მიწების დათმობის საფასურად მიიღო რუსეთისგანო.“ მსგავსი განწყობა ჰქონდა გოგლას რევოლუციის სხვა „ბელადების“ მიმართაც, სტალინის გარდა. იმედი ჰქონდა, რომ მისი სახელი ქართველობას გამოადგებოდა ეროვნული ნიჰილიზმის მძიმე სენის დასაძლევად.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა