იუმორი

მამის თვალით დანახული დედა

№24

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 19.06

დავით ხარაბაძე
დაკოპირებულია

დავით ხარაბაძე ჰყვება:

„ბავშვობაში ფაქიზად მზრდიდნენ და მხოლოდ ისეთ წრეებზე მატარებდნენ, რომლებიც ჩემი მშობლების აზრით, უხიფათო იყო. ერთხელ სკოლაში დაგვავალეს, დაგვეწერა თემა, რომელშიც მშობლები უნდა დაგვეხასიათებინა. ყველა უხიფათო წრე რომ მოვიარე, სახლში გასავათებული მივედი და თემის დაწერის თავი არ მქონდა. მამაჩემმა მითხრა, მე დაგიწერო და დავიძინე. დილით კი სკოლაში წავედი. ქართულის გაკვეთილზე მასწავლებელმა თემის წაკითხვა მთხოვა. გადავშალე რვეული და დავიწყე კითხვა: ეწერა, რომ მეგობრები ვართ, სანადიროდ დავყავარ და მოკლედ, ყველაფერი კარგი. გადავშალე შემდეგი გვერდი, სადაც დედის დახასიათება უნდა ყოფილიყო და ერთი სიტყვაა – იუდა“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

24-30 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული