იუმორი

მალადეც, ბიძია!

№32

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 20.08

იუმორი „თბილისელებისგან“
დაკოპირებულია

ლაშა მესხი ყვება:

„ქართველებს ჩვენი ჩატი გვაქვს და მერაბ დვალიშვილიც იმ ჩატშია გაწევრიანებული. შვიდი ქართველი ერთად ვცხოვრობდით, მათ შორის, ერთი ქართველი ებრაელიც, რომელიც თავის საქამრო ბრძოლას ელოდებოდა. ეს შვიდნი სულ ერთად ვიყავით და ყველგან ერთად დავდიოდით. ერთ დღესაც კინოში შევედით. ვსხედვართ პოპკორნებითა და „კოკა-კოლით“ და ფილმს ვუყურებთ. ერთი ენდრიუ ტეიტია, რომელიც სამოტივაციო საუბრებს აქვეყნებს და მოგვიწოდებს, რომ დრო ტყუილად არ დავკარგოთ, მივხედოთ ვარჯიშს, ჩვენს თავს, ჩვენს ცხოვრებას.. და ერთ-ერთ ასეთ მოწოდებას – რომ კინოში არ იაროთო, მერაბი გვიგდებს ჩატში, ამ დროს კინოში ვსხედვართ. ავიღე და სელფი გადავიღე, როგორ ვსხედვართ კინოში და ვუყურებთ ფილმს და მერაბს საპასუხოდ გავუგზავნე. მერაბმა მოიწერა: მალადეც, ბიძიაო...“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

11-17 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა