მადლიერების მარათონი
ავტორი: „თბილისელები“ 11:00 06.08, 2023 წელი

ერთხელ ხნიერმა მამაკაცმა კლდეზე მჯდარი პაწაწინა პინგვინი შენიშნა, რომელიც მთლიანად ნავთობით იყო მოთხვრილი და მცხუნვარე მზეზე დასაღუპავად იყო განწირული. მამაკაცმა სასიკვდილოდ არ გაიმეტა პატარა. ბუმბული გაუწმინდა და ყოველდღე წყალსა და საკვებს აძლევდა. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ის არ მომჯობინდა და მომაგრდა. სწორედ იმ დროიდან დაიწყო მათი უჩვეულო მეგობრობაც.
პინგვინს, სახელად ჯინგჯინგს, არ სურდა თავისი ახალი „მშობლისგან“ წასვლა. ასე იცხოვრა მან თავის ახალ სახლში თითქმის ერთი წელი. მაგრამ, მალე იგი წამოიზარდა, რბილი ბუმბული უხეში ნაკრტენით შეეცვალა და მაინც გაემართა მოზრდილი ასაკისა და დამოუკიდებელი ცხოვრების შესაფერ მოგზაურობაში.
რამდენიმე თვის შემდეგ მამაკაცმა პინგვინი ჯინგჯინგი პლაჟზე დაინახა. ის თავის სახლში დაბრუნდა. იმ დროიდან მოყოლებული, წელიწადში 5 თვეს თავის გადამრჩენთან და საუკეთესო მეგობართან ატარებს, ხოლო დანარჩენ დროს ჯინგჯინგი ჩილესა და არგენტინის სანაპიროებზე მოგზაურობს. ის 8 000 კილომეტრს ფარავს, რათა მადლობა გადაუხადოს მამაკაცს, რომელმაც სიკვდილს გადაარჩინა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან