იუმორი

ლექტორიც ასეთი უნდა

№45

ავტორი: „თბილისელები“ 22:00

ლევან კვატაშიძე
დაკოპირებულია

ლევან კვატაშიძე ყვება: პირველ კურსზე ვართ და გაბადაძესთან გამოცდა გვაქვს მათემატიკაში. უკვე ღამის 1 საათია. მე და ჩემი ჯგუფელები გვიან შევედით, იმ იმედით, რომ ლექტორი დაღლილი იქნება და იოლად გავალთ. რომ დაგვინახა, გვითხრა: ვინ ხართ, მე თქვენ ლექციაზე არ მინახავხართო. ბილეთები ჩანთაში შეინახა და წავიდა. მათემატიკის კათედრამდე ვდიეთ. შევიდა, სეიფი გააღო, ბილეთები შეინახა, კარი ჩაკეტა და გამოვიდა. კვლავ მივდევთ. კარგა მანძილი რომ გავიარეთ, ვეუბნები: რას მიკეთებთ, ცოლი მოვიყვანე და ინსტიუტიდან მრიცხავთ-მეთქი. შევეცოდე და მითხრა: აი, გასაღები. წადი კათედრაზე, კარი გააღე, სეიფიდან ბილეთები გამოიღე, მოიტანე და ამ ცარიელ აუდიტორიაში ჩამაბარეთო. წავედი და ბილეთები მოვიტანე.

აუდიტორიაში შევედით გაბადაძემ ბილეთები გაშალა, ავიღეთ და გამოცდა დაიწყო. რუბენა გამალებული წერს. მე ჩავხედე ბილეთს, მაგრამ ერთი საკითხიც ვერ ვიცანი. გაბადაძეს ვუთხარი, საკითხები კონსპექტებს არ ემთხვევა-მეთქი. აღმოჩნდა, რომ მესამე კურსის კონსპექტები მომიტანია და რუბენა რას წერდა, ღმერთმა უწყის. უბრალოდ, წერდა. წავალ და ჩვენს ბილეთებს მოვიტან- მეთქი, ვეუბნები გაბადაძეს. სად მცალია ამდენიო, გამიბრაზდა. მოკლედ, სამიანებს გვიწერდა. მე კი იმდენი ველაპარაკე, რომ ოთხიანი დამიწერა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა