იუმორი
ყველა გააცურა
№12
ავტორი: „თბილისელები“ 14:51
სტალინის და ასევე, სხვა ხელისუფალთა ცხოვრებაში სერიოზულად იდგა დღეგრძელობის საკითხი. აკადემიკოსი ა. ბოგომოლეცი, რომელიც სწავლობდა მოცემულ თემას, დაპირებას იძლეოდა, ძალ-ღონეს არ დაიშურებდა მეცნიერული კვლევისთვის. მით უმეტეს, ის მტკიცედ აცხადებდა, რომ ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 120 წელს შეადგენდა. ამიტომ, მეცნიერს, სტალინის მითითებით, ამ საქმისთვის ცალკე ინსტიტუტი გამოუყვეს. მაგრამ რას გაუგებ სიკვდილს? ბოგომოლეცი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.
– ყველა გაგვაცუცურაკა! – წამოიძახა სტალინმა, როდესაც დღეგრძელობის გამომგონებლის გარდაცვალების ამბავი გაიგო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




