იუმორი

კულა გლდანელის ხსოვნას

№17

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 11.05

იუმორი
დაკოპირებულია

აშუღი პოეტი, იეთიმ გურჯი (დაბღიშვილი), ქართული ჭიდაობის დიდი მეხოტბე და თანაც კარგად მცოდნე მსაჯიც ყოფილა. ბევრისთვის შეიძლება უცნობია ეს ყველაფერი, მაგრამ ვისაც ყური მოუკრავს მის შესახებ, ეცოდინებათ, რომ ის საყოველთაოდაა ცნობილი და მისი ლექსები, ჩვენს მოჭიდავე-ფალავნებზე დიდ აღტაცებას იწვევს.

მან მიუძღვნა დიდ ფალავანს, კულა გლდანელის ხსოვნას ყველასთვის ცნობილი ლექსი:

უხაროდა საქართველოს -

სანაქებო შვილი ჰყავდა,

მთელმა ქვეყანამ იცოდა,

ფალავანი გმირი ჰყავდა..

რუსეთ, სპარსეთ, ოსმალეთში

გასულიყო მისი ხმანი,

ფალავნებისა სარდალი,

საქართველოს ყარამანი..

უთვალავი მოჭიდავე

ვინც კი შეხვდა, წააქცია,

ჩვენ ქვეყნიდან შერცხვენილი

ბევრი გმირი გააქცია..

ფალავნების ბაირახტარს

გმირთა ქუდი თავს ეხურა,

ნახევარი საუკუნე

საქართველოს ემსახურა..

მოედანი მისი იყო

და სახელით დაასრულა,

ბოლოს სიკვდილმა დასძლია

ჩვენი საყვარელი კულა..

წაგვივიდა საიქიოს,

მიწამ შვილი ჩაიბარა,

ჩვენმა ნესტორ ესებუამ

იმ ქვეყანას დააბარა..

ჩვენო კულა, ორი სიტყვა

იეთიმ-გურჯმა წაგიკითხე,

ძველი წარსული კაცები

საცა მიხვალ, მომიკითხე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა