იუმორი
ყოველ წელს ახალი ცოლი
№26
ავტორი: „თბილისელები“ 11:00 13.07

შუმერებში ყოველწლიურად მმართველი ახალ ქალზე ქორწინდებოდა. ისინი ირჩევდნენ სპეციალურად „ქალწულთა ჯგუფის“ მხევალ გოგონებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ღმერთები, სავარაუდოდ, შუმერის მიწას და ქალებს უნაყოფოს გახდიდნენ. მმართველი და მისი რჩეული პატარძალი „წარმოადგენენ ღმერთების სიყვარულის აქტს მიწიერ სამყაროში”. ქორწილის დღეს პატარძალს აბანავებდნენ, საკმეველს ასხამდნენ და უმშვენიერეს სამოსს აცმევდნენ, ხოლო მმართველი და მისი გარემოცვის წარმომადგენლები სალოცავში მიდიოდნენ.
სალოცავში მათ ქურუმების და ასევე, ქალწული მხევლების ჯგუფი ელოდა, ისინი იწყებდნენ სიმღერას სიყვარულზე. მმართველი საჩუქრებს აძლევდა მომავალ მეუღლეს და ცალკე ოთახში მიჰყავდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან