იუმორი
ხუთი თითი
№3
ავტორი: „თბილისელები“ 21:00 30.01
ერთ-ერთი შეხვედრისას კონსტანტინე გამსახურდიამ, როგორც ახლობელმა, გალაკტიონს უთხრა:
- გალაკტიონ, შენ დიდი ესთეტი ხარ ქართული პოეტური სიტყვისა და რატომ არ აქცევ ყურადღებას შენს ჩაცმულობას?
პოეტმა გადაიხარხარა, „დიდოსტატის“ ავტორს მარჯვენა ხელი აჩვენა გაშლილი თითებით და თქვა:
- ჩემო კოწია, აი, ეს ხუთი თითი მე სამუდამოდ დავამჩნიე პოეზიას და ორმოცდაათი წლის შემდეგ ჩემი თაყვანისმცემლებისთვის სულ ერთი იქნება, დღეს რა მაცვია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





