იუმორი

ხათრს რა ვუთხარი, თორემ...

№50

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 24.12

რეზო თაბუკაშვილი
დაკოპირებულია

რეზო თაბუკაშვილი ყვებოდა: „ხარაგაულიდან კიცხში მივდიოდი მანქანით და ვინაიდან ამ გზაზე ტრანსპორტი იშვიათად დადის, გზისპირას მდგარ ბაბუს გავუჩერე, დაბრძანდით, წაგიყვანთ-მეთქი.

ძალიან კი იუარა, მაგრამ იმერულივე სიჯიუტით თავი გავიგიჟე, უნდა წაგიყვანოთ-მეთქი.

დაჯდა მორიდებულად.

დავქოქე, წამოვედით და სადღაც 200 მეტრში მეუბნება: აქანა გამიჩერე, ბაბუაო, თან ისე, რომ არც კი უკითხავს, ვისი ბიჭი ხარო.

- ვა, ასე ახლოს მიდიოდი-მეთქი?

– ბაბუა, ხათრი ვერ გაგიტეხე, თორემ არსად არ მივდიოდი, ძროხას ველოდებოდი ჭიშკართანო“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი