იუმორი

კამერული მუსიკის მსხვერპლი

№38

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 30.09

გიგი გილიგაშვილი
დაკოპირებულია

გიგი გილიგაშვილი ყვება: 

„ერთი კაკლია ბიჭი იყო. პატარა დარბაზი ჰქონდა და თუკი ვინმე უსაქმური, ავარა და უნიჭო იყო, ყველა მაგასთან მიჰყავდათ ხელსაქმის შესასწავლად. ერთხელ ხაზის რადიოში კამერული მუსიკის კონცერტი გადასცეს. დიქტორმა კი ბოლოს გამოაცხადა პირველად გადმოვეცით ეს კონცერტი და მოგვწერეთ მოგეწონათ თუ არაო. კაკლია ბიჭმა მისწერა: არც მე მომეწონა, არც ჩემს შეგირდებსო და მეტი დამაჯერებლობისთვის დალაქი ამბროსაც ჩაწერა იმავე აზრით. დალაქ ამბროსას ათიოდე მეტრში საპარიკმახერო ჰქონდა. მეორე დღეს დალაქ ამბროსას „კაგებე“ დაადგა, ხელბორკილები დაადეს და გასროკეს. მას თურმე პირობითი სასჯელი ჰქონია და სროკი ისე მოიხადა, რომ არ იცოდა თუ რისთვის დაიჭირეს“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა