იუმორი
ილია ჭავჭავაძის ეპიგრამა საქართველოს ერთ-ერთ არაკეთილმოსურნეს
№47
ავტორი: „თბილისელები“ 11:00 03.12, 2023 წელი

ილია ჭავჭავაძემ ეპიგრამით გაკილა თავადაზნაურობის მარშალი რევაზ ანდრონიკაშვილი, რომელმაც საქართველოში უმაღლესი სასწავლებლის გახსნის შესახებ იმპერატორისადმი თხოვნა თვითნებურად შეცვალა კადეტთა კორპუსის გახსნის თხოვნით.
„ულვაშ-სრული, მელოტია,
უთაური თავიანი,
ხელთა მლოკი, ქონდრის კაცი,
დიდგულა და ბოხ-ხმიანი.
თუმცა ტანად პატარაა, სხვაფრივ
კი კარგა დიდია,
ქვეყანა და ქვეყნის თხოვნა იმას
ფეხებზე ჰკიდია.“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან