იერიში საკუთარ კალათზე
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 20.05

დაუჯერებელი და ერთადერთი შემთხვევა კალათბურთის ისტორიაში, როდესაც კალათბურთელმა ბურთი საკუთარ კალათში ჩააგდო და ამით საკუთარი გუნდი შემდეგ რაუნდში გაიყვანა.
1958 წელს ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშების მერვედფინალში ლენინგრადის არმიის სპორტული კლუბის კალათბურთელმა ქალებმა სახლში პოლონეთის გუნდი „აკადემიკა“ დაამარცხეს და საპასუხო მატჩს სტუმრად ატარებდნენ. მატჩის დამთავრებამდე თითქმის აღარაფერი რჩებოდა, ანგარიში 70:70 იყო და რეგლამენტით დამატებითი ტაიმი უნდა დანიშნულიყო. იმის შიშით, რომ შეიძლება, უპირატესობა დაეკარგათ, ასკ-ის მწვრთნელმა, პინა პოზნანსკის მიუთითა, საკუთარ კალათში ჩაეგდო ბურთი, რაც მან შეასრულა და ორი მატჩის ჯამში ლენინგრადალები შემდეგ რაუნდში გადავიდნენ. „აკადემიკას“ პროტესტი ფიბამ არ მიიღო, მაგრამ ამის შემდეგ კალათბურთის საერთაშორისო წესებში შეიტანეს მუხლი, რომელიც კრძალავდა (და დღესაც კრძალავს) საკუთარ კალათზე იერიშის მიტანას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან